ალბათ თქვენი კომპიუტერიდან ბევრი ადამიანი შედის სკაიპიში (ასე ძირითადად ოფისებში ხდება), შესაბამისად Skype-ს ჩართვისას Skype Name ველში თუ ჩამოშლით აუარებელი ჩამონათვალი ჩდება იმ User-ებისა რომლებიც ოდესმე მაინც შესულან მოცემული კომპიუტერიდან სკაიპიში. როგორ შეიძლება მოვიშოროთ ზედმეტი სახელები ამ სიიდან? გათიშეთ სკაიპი, გახსენით Run, ჩაწერეთ შემდეგი: %AppData%\Skype\ დააჭირეთ Enter-ს, გამოვა სკაიპის სპეციალური ფოლდერი რომელშიც ჩვენი Skype Name-ბია ჩაყრილი. მოკლედ თითოეულ Skype Name-ს აქვს თავისი ფოლდერი ასე რომ რომელიც ზედმეტია (ან უბრალოდ არ "დაგევასებათ”) მხოლოდ მონიშნეთ და Delete მიეცით.
|