რომ გავიგოთ საკუთარი ბედისწერის ციფრი (ნუმეროლოგიური კოდი, `მატრიცა~), საჭიროა, გამოვთვალოთ იგი. ამისათვის კი უნდა შევკრიბოთ ჩვენი დაბადების წლის, თვისა და დღის რიცხვები.
მაგ: ადამიანი დაიბადა 1971 წლის 13 დეკემბერს.
13 (დღე) + 12 (თვე) + 1971 (წელი) = 1+3+1+2+1+9+7+1=25. ეს კი დავიყვანოთ ერთნიშნა ციფრამდე 2+5=7.
ე. ი. ამ კონკრეტული ადამიანის ბედისწერის ციფრი იქნება 7, რომელიც პლანეტა ნეპტუნს შეესაბამება (ე. წ. რომაული, იგივე "კლასიკური წყობით", რადგან ასევე ციფრებისა და პლანეტების არსებობს ებრაული, ასევე ინდური შეთავსება).
ზუსტად ასევე უნდა შეიკრიბოს ორიათასი წლის შემდეგ დაბადებული ადამიანის დაბადების თარიღი.
მაგ: 2001 წლის 7 მაისი.
7+5+2+1=15=6 (რა თქმა უნდა შეკრების დროს ნული მხედველობაში არ მიიღება). ამ პიროვნების ბედისწერის ციფრია 6 და ის იქნება პლანეტა ვენერას მფარველობის ქვეშ.
ქვემოთ იხილეთ ცხრავე ციფრის ნუმეროლოგიური
...
კითხვის გაგრძელება »