ტიესტო (ინგლ. Tiësto; ნამდ. სახელი Tijs Verwest - ტაის ვერვესტი; დ. 17 იანვარი, 1969, ქ. ბრედა, ნიდერლანდი)[1] — ნიდერლანდელი ტრანს დიჯეი. მუსიკალური შემოქმედების პერიოდში მრავალი სახელი გამოუყენებია, თუმცა ყველაზე მეტად მისი ამჟამინდელი ფსევდონიმი დიჯეი ტიესტოა ცნობილი[2]. ტიესტო ტაისის იტალიურ ყაიდაზე გადაკეთებული ბავშვობისდროინდელი მეტსახელია. ბოლო ნამუშევრებში ზედსართავი დიჯეი გამოტოვებულია და მას უბრალოდ ტიესტოს უწოდებენ. ევროპის გარეთ ტიესტო ყველაზე მეტად ცნობილია მისი განთქმული რემიქსით დელერიუმის სინგლიდან "Silence” (სარა მაკლაკლენის შესრულებით).